Pages

Monday, June 6, 2011

ტურიზმი XX საუკუნის ფენომენი

   ტურიზმი–თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი და დინამიური დარგი, განვითარების სწრაფი ტემპისა და ფართო მასშტაბების გამო მეოცე საუკუნის ფენომენად აღიარეს. მსოფლიო ეკონომიკაში ტურიზმს ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია უკავია და კონკურენციას უწევს თვით ნავთობის მოპოვებასაც კი. მას განსაკუთრებული ადგილი უკავია ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების სისტემაშიც: იგი ხელს უწყობს არამარტო ეკონომიკის განვითარებას, არამედ გვევლინება საზოგადოების სოციალურ-კულტურული აქტივობისა და ურთიერთობების ყველაზე მასობრივ და ცივილიზებულ ფორმად. ამასთან იგი წარმოადგენს ინტეგრირებულ სოციალურ-ეკონომიკურ სისტემას, რომელიც მზარდ ზეგავლენას ახდენს საზოგადოების მატერიალურ და სულიერ ცხოვრებაზე. შესაბამისად მსოფლიოს ყველა განვითარებული თუ განვითარებადი ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ადგილობრივი შესაძლებლობებით მისი განვითარების შანსი, დაინტერესებულია ტურიზმის წინსვლით.
    ტურიზმი უდიდეს როლს ასრულებს სხვადასხვა აღმსარებლობისა და კულტურების ადამიანების ურთიერთობთა გაღრმავებაში. მისი საქმიანობა მიმართულია მსოფლიოს ხალხთა ურთიერთგაგებისა და საყოველთაო მშვიდობის დამყარებისკენ. 
  დიდია ტურიზმის გავლენა თითოეული რეგიონის საერთო სოციალურ მდგომარეობაზე–ტურიზმის განვითარების კვალდაკვალ იქმნება ასეული ათასი ახალი სამუშაო ადგილი, ვითარდება საკომუნიკაციო სისტემები, მაღლდება ადგილობრივი ,აცხოვრებლების კულტურა, განვითარების საერთო დონე და ა.შ. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ცალკეულ რეგიონებში, რომლებიც მოცილებული არიან სმრეწველო და კულტურულ ცენტრებს, მხოლოდ ტურიზმი ასრულებს ყველა ზემოთაღნიშნულ ფუნქციას.


           ინფორმაცია მოპოვებული არის ილიას სახელმწიფო ბიბლიოთეკაში:წიგნი "ტურიზმის დაგეგმვის საფუზვლები". 338 48(075.8) ტ92

No comments:

Post a Comment