Pages

Wednesday, June 1, 2011

საფრანგეთი

   საფრანგეთი, ოფიციალურად საფრანგეთის რესპუბლიკა (ფრანგ. République française), ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, მოიცავს ევროპის ამ ნაწილის, რამდენიმე კუნძულისა და ზღვისიქითა ტერიტორიების ნაწილს.
                        
  საფრანგეთი არის განვითარებული ქვეყანა და მეხუთე ადგილზეა მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით მსოფლიოში. იგი ყველაზე მეტად მონახულებული ქვეყანა, რომელიც ყოველწლიურად 82 მილიონ ტურისტს იღებს.
  ქვეყნის რელიეფში ჭარბობს ვაკეები და დაბლობები, უმაღლესი მწვერვალია მონბლანი, რომელიც მთელ დასავლეთ ევროპაში უმაღლესია. იგი იტალიასთან სასაზღვრო რაიონში მდებარეობს. საფრანგეთი ენერგეტიკული რესურსებით მდიდადი არ არის (თუ არ ჩავთვლით ევროპული მასშტაბების ურანის მადანს). მოიპოვებენ ბოქსიტებს, რკინის მადანს, მარილებს, საშენ მასალას. ქვეყანა მდიდარია მდინარეებით, მაგრამ ღარიბია ტბებით. დიდი ყურადღება ექცევა ბუნების დაცვას.


             
  საფრანგეთში წარმოდგენილია ლანდშაფტების მდიდარი ნაირსახეობა. ატლანტის ოკეანის კლდოვანი სანაპირო, მდინარეათა ფართო ველები, მაღალი დათოვლილი მთები, ხმელთაშუაზღვისპირა ქვიშიანი სანაპიროები. ჩრდილოეთ საფრანგეთის დიდი ნაწილი უჭირავს ისეთი ფართო მდინარეების დაბლობებს, როგორიცაა სენა და მარნა, ამ მოსავლიან მიწებს დასავლეთით ესაზღვრება ნორმანდიული კლდნოვანი მთები, აღმოსავლეთით კი, ბელგიის საზღვარზე იჭიმება ტყეები, რომლები სამხრეთით ქვეყნის შვეიცარიასთან საზღვარზე გადადის მთის მასივში.



              
  სამხრეთ საფრანგეთის ნაწილი უჭირავს საფრანგეთის სცენტრალურ მასივს, ეს სარის ჩამქრალი ვულკანების მხარე. ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში, საფრანგეთის ცენტრალური მასივის მიდამოებში, სევენის მთებში სათავეს იღებს ქვეყნის უგრძესი მდინარე ლუარა. სამხრეთ – დასავლეთ რაიონი, მდინარე გარონის აუზი, ესაა წიწვოვანი ტყის მხარე. ცნობილია როგორც ლანდა. პირინეის მთების წარმოადგენს საზღვარს საფრანგეთსა და ესპანეთს შორის. საფრანგეთის ცენტრალური მასივის აღმოსავლეთით გაშლილია მდინარეების სონასა და რონას უხვმოსავლიანი დაბლობები. საფრანგეთისა და იტალიის საზღვართან იჭიმება ალპები, ევროპის ყველაზე მაღალი მთათა სისტემა.
      პარიზი (Paris) საფრანგეთის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქია, ასევე ადმ. ცენტრი ილ-დე-ფრანსის რეგიონის, რომელიც მოიცავს პარიზსა და მის შემოგარენს. პარიზი ევროპის წამყვანი კულტურული, ბიზნეს და პოლიტიკური ცენტრია, დამახასიათებელი ნეოკლასიკური არქიტექტურითა და მისი გავლენით მოდასა და ხელოვნებაზე. მეტსახელად ”სინათლის ქალაქი” (la Ville Lumière), პარიზი მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ყველაზე რომანტიული ქალაქის რეპუტაციით სარგებლობს.მდებარეობს რა ჩრდილო-ცენტრალურ საფრანგეთში მდ. სენის ნაპირებზე, პარიზი მდიდარია მუზეუმებით, გალერეებით, რესტორნებითა და ღამის კლუბებით და მას ყველაზე მეტი სტუმარი ჰყავს მსოფლიოში (30 მილიონზე მეტი წელიწადში). პარიზის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა სენის ნაპირას მდებარე 324 მეტრი სიმაღლის ყავისფერი ლითონის ეიფელის კოშკი.



       


 

No comments:

Post a Comment