Pages

Monday, June 6, 2011

ტურიზმი დღევანდელ მსოფლიოში

    მეოცე საუკუნის დსასრულს და ოცდამეერთე საუკუნის დასწყისში ტურიზმი გხდა მსოფლიოში ერთ-ერთი უმთავრესი სოციალურ-ეკონომიკური სექტორი და ერთ-ერთი წამყვანი კომპინენტი საერთაშორისო ვაჭრობაში. 1997 წელს საერთაშორისო ტურისტების რიცხვმა 612 მილიონი შეადგინა, ხოლო მათგან მიღებულმა სავალუტო შემოსავლებმა–443 მილიარდი დოლარი. მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის გაანგარიშებით, 2020 წლისათვის საერთაშორისო ტურისტების რიცხვი მიღწევს 1.6 ილიარდს, ხოლო შემოსავლები–2ტრილიონ დოლარს.
    საერთაშორისო ექსპერტების შეფასების თნახმად, შიდა ტურიზმი, თავისი მაჩვენებლებით, რვა-ათჯერ სჭარბობს საერთაშორისო ტურიზმს. 
   არსებობს რამდენიმე ტენდენცია, რომელთა ცოდნაც აუცილებელია ტურიზმის განვითარებით დაკავებული ადამიანისათვის. დარგის განვითარების თანამედროვე ტენდენციების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ტურისტების დიდი უმრავესობა, ინფორმაციის მიღების პარალელურად, დაინტერესებულია დასვენების პროცესის, სპორტული სანახაობის, თავგადასავლების უშუალო მონაწილე იყვნენ; უშუალოდ ბუნებრივ პირობებში გაეცნონ იმ რეგიონის ისტორიას, კულტურას რომელშიც ჩადიან. აქედან გამომდინარე იზრდება ინტერესი სათავგადასავლო, ისევე როგორც ტურიზმის სხვა სპეციფიკური სახეობებისადმი–კულტურულ-შემეცნებითი, ბუნების მოყვარულთა, ჯანმრთელობისა და რელიგიური ტურიზმი. ძალზე პოპულარული გახდა ეკო-ტურიზმი–ტურისტები დღეისათვის ინტენსიურად ეძებენ როგორც ახალ მისამართეს, ასევე ახალი ტიპის პროგრამებს. ძალზე ბევრი ადამიანი უთანაგრძნობს ბუნებას და დიდია ინტერესი იმ რეგიონებისადმი, სადაც ეკოლოგიურ საკითხებს სერიოზული ყურადღება ექცევა. ასევე ფართოვდება საქმიანი მოგზაურობებისა და კონფერენც-ტურების მსურველთა რაოდენობა.
    ინფორმაცია მოპოვებული არის ილიას სახელმწიფო ბიბლიოთეკაში:წიგნი "ტურიზმის დაგეგმვის საფუზვლები". 338 48(075.8) ტ92

2 comments:

  1. ვინ არის ავტორი წიგნისა ტურიზმის დაგეგმვის საფუძვლები

    ReplyDelete
  2. დღეს მიმდინარე მსოფლიო მოვლენების ფონზე აუცილებლად მოიმატებს ეკოტურიზმი, რათა შემცირდეს ზიანი გარემოზე.

    ReplyDelete