Pages

Wednesday, June 1, 2011

ეგვიპტე

  ეგვიპტე (არაბ. مصر‎‎ მისრ, misˤɾ (?·i)), ოფიციალურად ეგვიპტის არაბული რესპუბლიკა - ქვეყანა ჩრდილოეთ აფრიკასა და დასავლეთ აზიაში
აღასანიშნია რომ ეგვიპტე ერთადერთი მუსლიმური ქვეყანაა, რომელიც აქტიურადაა ჩართული ტურისტულ სფეროში. ეს დიდ ზეგავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, შემოსავლების მეტი წილი სწორედ ამ სფეროზე მოდის.
  კაირო ეგვიპტის დადაქალაქი ერთ–ერთი ულამაზესი ქალაქია მსოფლიოში. წარმოადგენს არაბული სამყაროს კულტურულ და კომერციულ ცენტრს. ერთ–ერთი უმსხვილესი ქალაქია აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. იგი გაშენებულია ნილოსის ნაპირზე, წარმოდგენილია მაღალი შენობებით, აქ არის საუკეთესო სასტუმროები, მაღაზიები, რესტორნები.

                            
  კაიროს თანამედროვე ცენტრად ითვლება ალ-ტაჰრირის მოედანი, აქ არის ყველა ძირითადი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის შტაბბინა. აღსანიშნავია არაბულ სახელმწიფოთა ლიგა.
   ქაირო - აფრიკის ყველაზე დიდი ქალაქი.ეგვიპტის კულტურული,ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი.მას “ათასი მინარეთისა’ და “აღმოსავლეთის კარიბჭის” ქალაქსაც ეძახიან.ქაირო უკვე მჭიდროდ მიუახლოვდა გიზაში მდებარე დიდებულ პირამიდებს. ქალაქში კონცენტრირებულია ექვსიათასწლოვანი ეგვიპტური ცივილიზაციის კულტურული მიღწევები. ესაა სიცოცხლით სავსე ქალაქი,განუმეორებელი ხიბლითა და კონტრასტებით:მაღლივი კორპუსები და ვილები, მეტრო,დიდებული სანაპიროები,პალმები და ნეონის ნათურები,ხმაურიანი ბაზრები........ და რაღა თქმა უნდა გიზის პირამიდები,გრანდიოზული სფინქსი, რომელიც ათასწლეულების მანძილზე მზის ამოსვლასა და ჩასვლას თავისებური ღიმილით ხვდება.
    ქაირო სამი დიდი კონტინენტის: ევროპის,აზიისა და აფრიკის გასაყარზეა. დინამიური ქალაქი ნებისმიერი გემოვნების სტუმარს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს. ისტორია, კულტურა, ხელოვნება, სანახაობა, სპორტი, საყიდლები, ან უბრალოდ-გასეირნება ძველი და თანამედროვე ქაიროს ქუჩებში. ქალაქში უამრავი გასართობი და სასეირნო მარშრუტია ნილოსის ნაპირების გასწვრივ.    ტურისტების ყურადღებას იქცევს კაიროს ეროვნული მუზეუმი. სადაც ძველი ევიპტის ფარაონების, ბერძნულ-რომაული პერიოდის საგანძურია დაცული. 155 ათასი ექსპონატს შორის არის ფარაონ ტუტანხამონის აკლდამის საგანძური.
   ეგვიპტის ცივილიზაცია დაიწყო ძველი წელთ აღრიცხვით V ათასწლეულში და დაასრულა ახალი წელთ აღრიცხვით 332 წელს. 
   ეგვიპტე - ქვეყანა, რომელიც ცნობილია მდიდრული და საოცრად ლამაზი ქვიშის პლაჟებით, წითელი ზღვის წარმოუდგენლად ლამაზი წყალქვეშა სამყაროთი, გიზის დიდებული პირამიდით, ნილოსის წმინდა მდინარით, ლუქსორის აკლდამით და უძველესი ცივილიზაციის სხვა მრავალი ძეგლებით.


                         
   ალექსანდრია
ალექსანდრია - ეგვიპტის სიდიდით მეორე და ხმელთაშუა ზღვისპირეთის პოპულარული საკურორტო ქალაქია. აქ ერთმანეთშია შერწყმული უძველესი ისტორია და თანამედროვე საკურორტო ზონა. ალექსანდრიის კულტურა და სტილი მკვეთრად განსხვავდება ეგვიპტის სხვა მხარეებისგან. იგი გაცილებით უფრო ახლოს დგას ევროპულ კულტურასთან.აქ დასვენების უპირატესობა ის გახლავთ, რომ შესაძლებელიასაკმაოდ დატვირთული საექსკურსიო პროგრამის იოლად შეთავსება პლაჟზე დასვენებასთან. კურორტზე სხვადასხვა დონისა და ხარისხის უამრავი სასტუმრო ფუნქციონირებს, რომლებსაც საკუთარი ღამის კლუბები და დისკოტეკები გააჩნიათ. ძლიერი საზღვაო ფორტი და სახელგანთქმული ალექსანდრიის ბიბლიოთეკა ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობებია. ალექსანდრია-მხოლოდ საკურორტო ქალაქი არ გახლავთ, ეს არის თანამედროვე ცივილიზაციის მატარებელი ყველა ატრიბუტიკის მქონე დასახლებული პუნქტი, უამრავი კაფეებით, რესტორნებით, კაზიონოებითა და ღამის კლუბებით. და რაც მთავარია: ფასები ალექსანდრიაში გაცილებით დაბალია,ვიდრე ეგვიპტის სხვა კურორტებზე.
                       

     
     ასუანი - უმაღლესი კლასის კლიმატურ-გამაჯანსაღებული კურორტია, რომლის სამკურნალო საშუალებებია: მზის, ჰაერისა და ქვიშის აბაზანები. ნილოსის სანაპიროების ხედების წყალობით ასუანი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ადგილია. აქ მდინარეზე არცერთი ხიდი არ არის, მეორე ნაპირზე მოსახვედრად მანქანით ძველი კაშხალი უნდა გადალახოთ და ულამაზესი სანახაობის მოწმენი გახდებით. ნილოსზე ტურისტული თბომავლებით, შეგიძლიათ იმოგზაუროთ ასუანიდან ლუქსორამდე, და მოინახულოთ დიდებული ისტორიული და მატერიალური კულტურის ძეგლები: ქალღმერთ იზიდას ტაძარი, აღა-ხანის მავზოლეუმი, წმინდა სვიმონის მონასტერი, ბოტანიკური ბაღი, რომელიც ასუანის სიამაყეს წარმოადგენს და სხვა. ასუანში უამრავი სასტუმრო ფუნქციონირებს, რომლებიც ყველაზე დახვეწილი ტურისტის გემოვნებას აკმაყოფილებს. და კიდევ: ულამაზეს ასუანს ხშირად სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები.
              



         ელგუნა  წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქი-კურორტია, რომელიც ვენეციის სტილშია ნაგები. სასტუმროები აგებულია პატარ-პატარა კუნძულებზე, ხოლო მათ შორის არხებით მოძრაობენ მომცრო ზომის ტურისტული ნავები. სასტუმროები ერთმანეთს სამარშრუტო ტაქსებითაც უკავშირდებიან (ფასიანი).
ელ-გუნადან შეიძლება ექსკურსიების ორგანიზება იმავე ადგილებში, როგორც ხურგადიდან,თუმცა ფასები აქ 5 დოლარიდან 20 დოლარამდე უფრო ძვირია.
ელ-გუნაში ძირითადად პლაჟზე დასვენების მსურველები ჩამოდიან. ბლომადაა სავაჭრო ცენტრები, რესტორნები და ბარები.შეგიძლიათ მოინახულოთ ისტორიული მუზეუმი ობსერვატორიით და გამაჯანსაღებელი ცენტრი ცლუბ ჰოუსე.
ელ-გუნადან არცთუ შორს იმყოფება ე.წ. დაივ-საიტი: წითელ ზღვაში ჩაძირული ყველაზე დიდი ხომალდებით
                       




ელ-ქუსეინი - წყნარი, ულამაზესი ადგილი, ქვიშიანი პლაჟითა და ლაჟვარდოვანი წყლით. იგი განსაკუთრებით წყალქვეშა ცურვის (დაივინგი) მოყვარულებს, არამარტო მარჯნის კუნძულებით, არამედ ათეულობით ჩაძირული ხომალდის ნაშთებით იზიდავს, რომელთაც დიდი ისტორიული ღირებულება აქვთ. Aადგილობრივი მრავალრიცხოვანი დაივინგის კლუბები ნებისმიერ მოყვარულს სთავაზობს თავის მომსახურებას სპორტის ამ სახეობის ათვისების მიზნით. სასტუმროები აქ განლაგებულია ქალაქიდან 10-15 წუთის სავალზე და ერთმანეთისგან საკმაო მანძილით არიან დაშორებულები.გართობა მხოლოდ სასტუმროს ტერიტორიაზეა შესაძლებელი, ვინაიდან მას ირგვლივ უდაბნო აკრავს. თავად ქალაქში პატარა მაღაზიები, სუვენირები და ნარგილეს მოსაწევი ადგილებია.
მთავარი ღირსშესანიშნაობები ციხე-სიმაგრე და ე.წ. ფარანის მეჩეთი გახლავთ.
                  
 
   ნუვეიბა ოდესღაც პატარა და მყუდრო ქალაქი ახლა ერთ-ერთ ცნობილ კურორტად იქცა, რომელიც სინაის ნახევარკუნძულზე მდებარეობს. სასტუმროები განლაგებულია სანაპიროზე და მშვენიერ პალმებსა და პლაჟს გადაყურებს. ნუვეიბა სახელგანთქმულია მარჯნების მრავალფეროვნებით, რაც ძალიან კარგ საშუალებას გაძლევთ იმისთვის, რომ წყალქვეშა სამყაროს გაეცნოთ. კურორტი იდეალურია მათთვის ვინც უპირატესობას წყნარ და განმარტოებულ დასვენებას ანიჭებს. დახაბი (თარგ. ოქრო) გაიზარდა ბედუინის პატარა ქოხის ადგილას. უნიკალური ქარის გამო დახაბი ყველაზე მიმზიდველი ადგილია ვინდსერფინგისთვის. ძალიან კარგი თევზეულის რესტორნებია და ფასებიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. თუ თქვენ დასასვენებლად ამ კურორტს აირჩევთ, გეძლევათ შანსი ეწვიოთ იორდანიას, სინაიზე ნახოთ ფერადი კანიონი, წმინდა ეკატერინეს მონასტერი და იცუროთ დელფინებთან ერთად. 
                  

     ტაბა-დიდი პერსპექტივის მქონე ტურისტული კუთხეა. ადგილი საოჯახო დასვენებისთვის. სასტუმროს გარეთ ვერ იპოვით ხმაურიან დისკოტეკებსა და ბარებს. იდეალური ადგილია კომფორტის და საწყალოსნო სპორტის მოყვარულთათვის. ისევე როგორც სხვა ეგვიპტურ კურორტებზე, დაივინ-ცენტრები აქაც გთავაზობენ უამრავ მომსახურებას: დაწყებული აკვალანგებისა და ჰიდროკოსტუმების გაქირავებით, დაივინგ-საფარისათვის (წყალქვეშა ნადირობა) იახტის არენდით.
ტაბას სასტუმროები გაერთიანებულნი არიან კომპაქტურ ჯგუფში სახელწოდებით “ხუთვარსკვლავიანები”. თითოეულ სასტუმროს აქვს საკუთარი ტერიტორია პლაჟით და დასვენებისთვის აუცილებელი ატრიბუტებით.
  ქალაქში დამსვენებელთათვის აწყობენ ექსკურსიას პატარა ე.წ. ფარაონების კუნძულებზე, ციხე-სიმაგრის დათვალიერებით, ბანაობითა და მარჯნის კუნძულების მონახულებით.ექსკურსიები ტაბადან მოსეს მთაზე და ფერად კანიონში(ხეობაში) გაცილებით უფრო ახლოა, ვიდრე შარმ-ელ შეიხიდან.
       
    ხურგადა-ეგვიპტის ერთ-ერთი უძველესი კურორტია. ქალაქმა ქვეყანაში პირველმა დაიწყო უცხოელი ტურისტების მასიურად მიღება. აქ მართლაც საუკეთესო პლაჟებია მთელს სანაპიროზე. ხურგადა სამი ნაწილისგან შედგება: ძველი ქალაქი-ელ დახაბი, ახალი ქალაქი-საქქალა, და სასტუმროები, რომლებიც სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ არიან განლაგებულნი. შარმ-ელ შეიხისგან განსხვავებით ხურგადაში შედარებით უფრო გრილა. ქალაქი უფრო ახლოსაა ლუქსორთან, რაც ექსკურსიებისათვის უფრო მოსახერხებელია. ღისშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია ეგვიპტელი ქრისტიანი კოპტების ტაძარი და ასევე კოპტების პატარა ეკლესია ქალაქის განაპირას. ქალაქში ფუნქციონირებს წითელი ზღვის მუზეუმი და აკვარიუმი. დამსვენებლთა უმეტესობა ხურგადაში საოჯახო წყვილებია ბავშვებთან ერთად. (განსაკუთრებით შემოდგომაზე, როცა ჰავა უფრო რბილია). საკმაოდ არიან პენსიონერებიც, რომლებიც ზღვაზე დასვენებას სიამოვნებით უთავსებენ ერთკვირიან საექსკურსიო პროგრამას. “ათასერთი ღამის” სასახლეში გირჩევთ დაესწროთ შოუს, რომელიც ძველი ეგვიპტის ფარაონთა ცხოვრებაზე მოგვითხრობს.
        

    შარმელშეიხი  გადაჭარბების გარეშე უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ეგვიპტის ყველაზე პოპულარული კურორტი.ქალაქის ყველაზე ძველი და კეთილმოწყობილი ნაწილი ნაამა-ბეი გახლავთ. ნაამას პლაჟის გასწვრივ მდებარე საფეხმავლო ქუჩაზე განლაგებულია რესტორნები, კაფეები, დისკოთეკები და მაღაზიები. აქ გართობა, კვება, სუვენირები რამდენჯერმე უფრო ძვირია, ვიდრე ეგვიპტის სხვა კურორტებზე.თითქმის ყველა პლაჟზე მარჯნის კუნძულები პრაქტიკულად სანაპიროსთან იწყება, რაც ძალიან ახარებთ წყალქვეშა ცურვის მოყვარულებს, რომლებსაც საშუალება აქვთ თვალი ადევნონ ბუნების ამ საოცრებას წითელ ზღვაში. შარმ-ელ-შეიხის ტერიტორიაზე ორი ნაციონალური პარკია: ნაბკი და მსოფლიოში ცნობილი რას-მოჰამედი. პოპულარული დისკოთეკები, საბავშვო პარკი, გართობის პარკი, დელფინარიუმი. შეგიძლიათ ითამაშოთ ჩოგბურთი და გოლფი.
      



No comments:

Post a Comment