Pages

Monday, June 6, 2011

ტურიზმი დღევანდელ მსოფლიოში

    მეოცე საუკუნის დსასრულს და ოცდამეერთე საუკუნის დასწყისში ტურიზმი გხდა მსოფლიოში ერთ-ერთი უმთავრესი სოციალურ-ეკონომიკური სექტორი და ერთ-ერთი წამყვანი კომპინენტი საერთაშორისო ვაჭრობაში. 1997 წელს საერთაშორისო ტურისტების რიცხვმა 612 მილიონი შეადგინა, ხოლო მათგან მიღებულმა სავალუტო შემოსავლებმა–443 მილიარდი დოლარი. მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის გაანგარიშებით, 2020 წლისათვის საერთაშორისო ტურისტების რიცხვი მიღწევს 1.6 ილიარდს, ხოლო შემოსავლები–2ტრილიონ დოლარს.
    საერთაშორისო ექსპერტების შეფასების თნახმად, შიდა ტურიზმი, თავისი მაჩვენებლებით, რვა-ათჯერ სჭარბობს საერთაშორისო ტურიზმს. 
   არსებობს რამდენიმე ტენდენცია, რომელთა ცოდნაც აუცილებელია ტურიზმის განვითარებით დაკავებული ადამიანისათვის. დარგის განვითარების თანამედროვე ტენდენციების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ტურისტების დიდი უმრავესობა, ინფორმაციის მიღების პარალელურად, დაინტერესებულია დასვენების პროცესის, სპორტული სანახაობის, თავგადასავლების უშუალო მონაწილე იყვნენ; უშუალოდ ბუნებრივ პირობებში გაეცნონ იმ რეგიონის ისტორიას, კულტურას რომელშიც ჩადიან. აქედან გამომდინარე იზრდება ინტერესი სათავგადასავლო, ისევე როგორც ტურიზმის სხვა სპეციფიკური სახეობებისადმი–კულტურულ-შემეცნებითი, ბუნების მოყვარულთა, ჯანმრთელობისა და რელიგიური ტურიზმი. ძალზე პოპულარული გახდა ეკო-ტურიზმი–ტურისტები დღეისათვის ინტენსიურად ეძებენ როგორც ახალ მისამართეს, ასევე ახალი ტიპის პროგრამებს. ძალზე ბევრი ადამიანი უთანაგრძნობს ბუნებას და დიდია ინტერესი იმ რეგიონებისადმი, სადაც ეკოლოგიურ საკითხებს სერიოზული ყურადღება ექცევა. ასევე ფართოვდება საქმიანი მოგზაურობებისა და კონფერენც-ტურების მსურველთა რაოდენობა.
    ინფორმაცია მოპოვებული არის ილიას სახელმწიფო ბიბლიოთეკაში:წიგნი "ტურიზმის დაგეგმვის საფუზვლები". 338 48(075.8) ტ92

ტურიზმი XX საუკუნის ფენომენი

   ტურიზმი–თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი და დინამიური დარგი, განვითარების სწრაფი ტემპისა და ფართო მასშტაბების გამო მეოცე საუკუნის ფენომენად აღიარეს. მსოფლიო ეკონომიკაში ტურიზმს ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია უკავია და კონკურენციას უწევს თვით ნავთობის მოპოვებასაც კი. მას განსაკუთრებული ადგილი უკავია ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების სისტემაშიც: იგი ხელს უწყობს არამარტო ეკონომიკის განვითარებას, არამედ გვევლინება საზოგადოების სოციალურ-კულტურული აქტივობისა და ურთიერთობების ყველაზე მასობრივ და ცივილიზებულ ფორმად. ამასთან იგი წარმოადგენს ინტეგრირებულ სოციალურ-ეკონომიკურ სისტემას, რომელიც მზარდ ზეგავლენას ახდენს საზოგადოების მატერიალურ და სულიერ ცხოვრებაზე. შესაბამისად მსოფლიოს ყველა განვითარებული თუ განვითარებადი ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ადგილობრივი შესაძლებლობებით მისი განვითარების შანსი, დაინტერესებულია ტურიზმის წინსვლით.
    ტურიზმი უდიდეს როლს ასრულებს სხვადასხვა აღმსარებლობისა და კულტურების ადამიანების ურთიერთობთა გაღრმავებაში. მისი საქმიანობა მიმართულია მსოფლიოს ხალხთა ურთიერთგაგებისა და საყოველთაო მშვიდობის დამყარებისკენ. 
  დიდია ტურიზმის გავლენა თითოეული რეგიონის საერთო სოციალურ მდგომარეობაზე–ტურიზმის განვითარების კვალდაკვალ იქმნება ასეული ათასი ახალი სამუშაო ადგილი, ვითარდება საკომუნიკაციო სისტემები, მაღლდება ადგილობრივი ,აცხოვრებლების კულტურა, განვითარების საერთო დონე და ა.შ. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ცალკეულ რეგიონებში, რომლებიც მოცილებული არიან სმრეწველო და კულტურულ ცენტრებს, მხოლოდ ტურიზმი ასრულებს ყველა ზემოთაღნიშნულ ფუნქციას.


           ინფორმაცია მოპოვებული არის ილიას სახელმწიფო ბიბლიოთეკაში:წიგნი "ტურიზმის დაგეგმვის საფუზვლები". 338 48(075.8) ტ92

Friday, June 3, 2011

მცხეთა

   იხილეთ ინფორმაცია საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი, დიდი ისტორიისა და კულტურის მატარებელ ქალაქ მცხეთაზე wikipedia-ზე http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%97%E1%83%90

ჩემს შესახებ

    მე ვარ ვერიკო ცომაია. 
    თემა ტურიზმი ავირჩიე, რაგდგან ვფიქრობ, რომ აღნიშნული თემა აქტუალურია. ტურიზმი ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. საქართველოში მრავლადაა ესეთი ადგილები, ისტორიული ძეგლები, რომლებიც სასურველია თითოეულმა ქართველმა ნახოს და გაეცნოს. არამარტო საქართველოში არამედ  მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს ადგილები რომლებიც სინტერესოა ტურისტებისათვის.მოგზაურობა და საინტერესო ადგილების ნახვა ხომ საუკეთესო საშუალებაა დასასვენებლად...
   შევეცდები გაჩვენოთ საქართველოს და მსოფლიოს ტურისტებისათვის მიმზიდველი ადგილების ნაწილი.