Pages

Thursday, May 26, 2011

სვანეთი

     სვანეთი ულამაზი მხარეა არამარტო საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში. საოცარია აქაური სოფლები, მუდმივად თოვლიანი მთის თვალუწვდენელი მწვერვალები, აზალის საძოვრები, საიდანაც შუასაუკუნეების კოშკები ულამაზეს ხეობებს ამაყად გადაჰყურებებენ, ხოლო ფრიალო კლდეებში ღრუბლები გაწოლილან. სვანეთი საჩუქარია არა მხოლოდ ლაშქრობის მოყვარულთათვის, იგი კულტურის უძველესი კერაცაა. აქ მრავლად შეხვდებით შუა ფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრულ ძეგლებს, სალოცავებსა და ეკლესიებს, შუასაუკუნეების უნიკალურ ფრესკებსა და მონეტებს, რომლებიც ახლაც ინახება რამოდენიმე მუზეუმში.ისტორიული ძეგლების გაცნობა ერთ-ერთი მთავარი ტურისტული მიმართულებაა სვანეთში.
              

    სვანეთი მდებარეობს ენგურისა და ცხენისწყლის ხეობებში. ადრეულ საუკუნეებში იგი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო. სვანეთის ქედი სვანეთს ორ ნაწილად - ზემო და ქვემო სვანეთად ჰყოფს. ზემო სვანეთი მდებარეობს ენგურის ხეობაში. ხოლო ქვემო სვანეთი მდ. ცხენისწყლის ხეობაშია. სვანეთის მოსახლეობა ქართველია და შეადგენს 2500-ს.
   სვანეთში თავმოყრილია კავკასიონის უმთავრესი მწვერვალები: შხარა (5068 მ), ჯანღა (5060 მ), გესტოლა (4860 მ), თეთნულდი (4860 მ), წურუნგალა (4220 მ), აილამა (4550 მ), მაზერი (4010 მ), ჩათინი (4370 მ) და ორთავა უშბას კლდოვანი მასივი (4700 მ).


                                                             
   მეტად მრავალფეროვანია სვანეთის მცენარეული საფარი. წიწვოვანი ტყეები 800-900 მეტრიდან გვხვდება, ხოლო ალპური სარტყელი 2450-2500-დან 3100-3200 მეტრამდე ვრცელდება. აქ გვხვდება ფართოფოთლოვანი ტყეები, რომელთა შემადგენლობაშია ქართული მუხა, კავკასიური რცხილა, ცაცხვი, მთის ნეკერჩხალი და სხვა.



  სვანეთის მკვიდრი მოსახლეობა ძირითადად სვანურ ენაზე საუბრობს. ისინი განთქმული არიან თავიანთი სტუმართმოყვარეობითა და შრომისმოყვარეობით. სვანები თავისებური და ამაყი ხალხია. სვანეთის ისტორიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მუსიკალური ფოლკლორი. სვანური სიმღერები ძირითადად ომებს, ომის გმირებს, სახელოვან მეფეებს ეძღვნება, ბევრი სიმღერა კი წარმართულ ელემენტებსაც შეიცავს.
   ღირსშესანიშნაობები:
   სოფელი უშგული
   სვანური კოშკი
   სვანური სახლი "მაჩუბი"
   წარმართული ხასიათის ნიშები
   ადიშის, იელის სვიფის, წვირმის, ჟაბეშის, უშგულის ეკლესიები (სულ 70)
   მარგიანების სახლ-მუზეუმი


   რეგიონს აქვს უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი. მთავარი ტურისტული მიმართულება: კულტურული მემკვიდრეობა და ალპური ბუნება (სვანეთი არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის მხარე). ტრადიციული ტურისტული მემკვიდრეობა: ალპინიზმი, მთასვლელობა, ლაშქრობა (6 პიკი 5000-ის სიმაღლეზე ზღვის დონიდან), ეთნოგრაფიული ექსკურსიები, კულტურული მემკვიდრეობათა ნაკვალები.


Monday, May 16, 2011

MTV LIVE GEORGIA 2011 წელს ბათუმში ჩატარდება.

   ამერიკული მუსიკალური ტელევიზიის MTV-ის ხელმძღვანელობასა და საქართველოს
მთავრობას შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებები წარმატებული აღმოჩნდა. MTV-ის ფესტივალი
2011 წლის ზაფხულში ბათუმში ჩატარდება.
     MTV LIVE GEORGIA, რომელშიც მსოფლიოს ყველაზე პოპულარული მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას. 
    მუსიკალური არხის ერთ მილიარდზე მეტი მაყურებელი ნახავს.
    მსგავს ფესტივალებს MTV უკვე რამდენიმე წელია ატარებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში და
მას ათი ათასობით ადამიანი ესწრება. ქართული მხარეს იმედი აქვს, რომ ფესტივალი ტურიზმის
და ინსფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს.

Thursday, May 5, 2011

როდის და როგორ წარმოიშვა ტურიზმი


ტურიზმი დასვენების ერთ-ერთი ძირითადი ფორმაა, ხოლო დასვენება ადამიანის ობიექტურად აუცილებელი მოთხოვნილება შრომაში დახარჯული ფიზიკური და ინტელექტუალური ძალების აღსადგენად. დასვენებისა და გართობის მიზნით გამგზავრება პირველად პოპულარული გახდა ძველ რომაელებს შორის, რომლებიც ძირითადად პირამიდების დასათვალიერებლად მიემგზავრებოდნენ.
        შემდგომში მოგზაურობის ფორმები და გეოგრაფია ფართოვდება. უფრო მრავალფეროვანი ხდება მოგზაურობის მიზნებიც: სანახაობრივი, სასწავლო, რელიგიური და სხვა. შენდება მოგზაურთა დროებით გასაჩერებელი სახლები, სასტუმროები, ქარვასლები, სტუმრის სახლები, ელიტარული ფენების წარმომადგენელთათვის საზაფხულო აგარაკები, რეზიდენციები.

    მოსახლეობის იმ შეძლებული ფენების წარმომადგენლებს, ვინც ცნობისმოყვარეობისათვის მოგზაურობდა უცხო ქვეყნებში, XVII საუკუნის მიწურულიდან ტურისტებს უწოდებდნენ. სამრეწველო რევოლუციის შემდეგ, XVIII-XIX საუკუნებში გამოგონებულ იქნა ორთქლმავალი და მატარებელი, რამაც არსებითი ზეგავლენა იქონია მოგზაურობის გააქტიურებაზე. პოპულარული ხდება მოდების მოყვარულთა გამგზავრება პარიზში, მუსიკის მოყვარულთა - იტალიაში, ხოლო ევროპის სხვადასხვა ქალაქებში სასწავლებლად გამგზავრებამ დიდი ტურის სახელი მიიღო. სწორედ ამ პერიოდში, 1841 წელს ინგლისელმა ყოფილმა სასულიერო პირმა ტომას კუკმა პირველად გაუწია ჯგუფის გამგზავრებას კომერციული მომსახურება. ორგანიზებული ჯგუფური ტური, რომელშიც შედიოდა 20 წუთიანი მგზავრობა რკინიგზით, ჩაის, ფუნთუშების და სასულე ორკესტრის თანხლებით. გზაში ექსკურსიამძღოლის ფუნქცია თავად კუკმავე იკისრა. ამ მოგზაურობაში მონაწილეობა მიიღო 570 ადაიანმა და თითოეულისთვის 1 შილინგად ფასობდა. კუკის ეს ქმედება ემსახურებოდა უფრო სოციალურ მიზნებს, ვიდრე კომერციულს. ის მიისწრაფოდა ამ ქმედებით ეჩვენებინა, რომ შეიძლება თავისუფალი დროის მიზანშეწონილად გამოყენება. მიუხედავად ამისა, ეს ფაქტი ორგანიზებული, კომერციული ტურიზმის პირველ ნაბიჯადაა მიჩნეული. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში დღესაც არსებობს ეს ტურისტული ფირმა სახელწოდებით "ტომას კუკ ენდ სან". 
     XX საუკუნის დასაწყისში მნიშვნელოვან მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს ავტომობილის გამოგონება, თუმცა პირველ მსოფლიო ომამდე ტურისტთა ძირითადი ნაკადი მაინც სარკინიგზო და სანაოსნო ტრანსპორტით სარგებლობდა. 20-30-იან წლებში ჩნდება ტრანსპორტის კიდევ ერთი ეფექტური საშუალება - თვითმფრინავი, რაც აძლიერებს ტურისტულ აქტივობას.
    XX საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება მასობრივი საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ხანა. 1950 წელს, საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობა 25 მილიონს აღწევს, 1970 წელს - 170 მილიონს, 1990 წელს - 400 მილიონს. ამჟამად თითიქმის ყველა ადამიანი მეტნაკლებად ჩაბმულია ტურისტულ საქმიანობაში.      XX საუკუნის ბოლოს მთელ მსოფლიოში 4,5 მილიარდი ტურისტი მოგზაურობდა, მათ შორის 10% საერთაშორისო ტურისტები იყვნენ და ყოველწლიურად ხარჯავდნენ 100-150 მილიარდ აშშ დოლარს.